საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ეჭვი, რომ მისმა ქვეყანამ შეიძლება კიდევ ორი წელი გაძლოს, რაც დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარუმატებლობაზე მიანიშნებს.
„ეს ქვეყანა - არ ვიცი, შეძლებს თუ არა კიდევ ორი წელი იარსებოს. აი რა ხდება მის თავს... ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობაში არ იყო. ჩვენ არსად პატივს არ გვცემენ... უცნაურია, რომ გვიყვარს ერთმანეთი და მშვენივრად ვატარებთ დროს, საუბრის თემა კი ასეთი უსიამოვნოა. კარგს ვერაფერს ვიტყვი ამ ქვეყნის მდგომარეობაზე“.
ტრამპმა მოუწოდა თანამოქალაქეებს „რომლებსაც სურთ ხელი შეუშალონ თავიანთი ქვეყნის განადგურებას და გადაარჩინონ ამერიკული ოცნება“, 8 ნოემბერს ხმა მისცენ რესპუბლიკურ პარტიას „დიდი წითელი ტალღით“ (წითელირესპუბლიკელთა ტრადიციული ფერია აშშ-ში).