აქტუალური
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ირანზე იერიშებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმის გამო, რომ თეირანი რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების სავარაუდო ახორციელებს. „მგონია, რომ შესაძლებელია კონკრეტული იერიშების მიტანა დრონების, ბალისტიკური რაკეტების და ა.შ. საწარმოებზე“, - დააზუსტა მან და დასძინა, რომ „ირანი ამას დაუსჯელად ვერ გააკეთებს“.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანმა მართლაც გადასცა უპილოტო საფრენი აპარატების პარტია რუსეთს, თუმცა ეს უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე გააკეთა.