პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: სვენტიცკი უკანა შესასვლელიდან

   არ დაუჯეროთ ათასი ჯურის „ფრიდომჰაუსებს“ - დასავლურ კვლევებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მედია საქართველოში არ არის თავისუფალი, ან ნაწილობრივ თავისუფალია! მედია საქართველოში აბსოლუტურად თავისუფალია, რადგან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელები/მთავარი რედაქტორები თავად წყვეტენ როგორ და ვისთვის იმუშაონ. მათ არავინ აიძულებს, გარდა მედიაბაზრის კონიუნქტურისა და სინდისისა (ან ამ უკანასკნელის ნაკლებობისა). მათი უმეტესობა ბნელ ანტირუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს, კონტენტი - ფეიკი/პროპაგანდა 50/50-ის თანაფარდობით. ასე უღირსი მეთოდებით შოულობს უღირსი ხალხი დიდ ფულს, რადგანაც უღირთ, სამაგიეროდ, გრანტები, რეკლამა, ტირაჟი და აშშ-ელჩის კეთილგანწყობა - ეს ყველაფერი მათ შესახებაა, ვინც მასებს ცივი ომის“ დროინდელ ვადაგასულ შხამიან პროდუქტს აჭმევს.

   ერთეულები კი, ვინც მუშაობენ სიმართლისთვის, ანუ ობიექტურ ინფორმაციას წვდიან მასებს, პატიოსნად ასრულებენ რა მედიის დანიშნულებას, ბლოკებიან, არ ფინანსდებიან და გარეგნულად უგულებელყოფილი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი პოპულარიზაცია/ციტირება არ ხდება, მათ ყურადღებით კითხულობყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციადა სამოქალაქო საზოგადოებაც, რადგან ეს არის ნამდვილი ინფორმაციის წყარო, მათ შორის უშუალოდ ქართველი ხალხისგან.

   მას შემდეგ, რაც 27 ოქტომბერს ვალდაიზე პუტინი მოჰყვა, თუ რა ჩაიდინეს მსოფლიოში ნეოგლობალისტებმა და ნეოლიბერალებმა, მე გამოვაქვეყნე ანალიტიკური ჩანაწერი ლიბერალ-გლობალისტების, ანუ ნეო-ნაცისტების მიერ საქართველოსთვის მოტანილი ბოროტების შესახებ. ორი დღის შემდეგ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ თავისი მორიგი განცხადება ამ თემას მიუძღვნა - თქვა აშკარა სიმართლე, რომლის შესახებაც 20 წელია წერს სიმართლისთვის მომუშავე ერთი-ორი ქართული მედია (იხ. ზემოთ). ოღონდ იმავე „წარმატებით“ - უფრო სწორედ, მის გარეშე, რადგან აშშ-ის ელჩი ხალხის რჩეულებსაც უგულებელყოფს, არ პასუხობს და თავის საქმესაც ისე აგრძელებს, თითქოს არაფერი მომხდარა!

   დავუბრუნდები ჩემს 31 ოქტომბრის ანალიტიკურ ჩანაწერს, სადაც ირიბ მიზეზებს შორის, რომელთა გამოც ქართველ ახალგაზრდებს რუსეთი და რუსები გულზე არ ეხატებათ, დასახელებულია რუსული ენის დავიწყება საქართველოში, რუსულენოვანი ჟურნალისტიკის გაქრობა საქართველოში და საქართველოში მყოფი რუსეთის თანამემამულეებისთვის მოსკოვური დახმარების დატაცება, მათ შორის - რუსული ენისა და რუსულენოვანი მედიის მხარდაჭერისთვის (ფრაგმენტი): დსთ- ქვეყნებთან ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნისა და სრულფასოვანი რუსულენოვანი მედიის მხარდაჭერის ნაცვლად, თბილისში ცნობილი რუსი დიპლომატების სახელობის ფონდები დაატკატებისთვისფულის სხვასამრეცხაოგაიხსნა. ამასობაში კი საქართველოში ანტირუსული პროპაგანდა რუსულ ენაზე გაძლიერდა და არა მარტო ანგლოსაქსური გრანტებით, არამედ ხოდორკოვსკის ფულით ფონდის „Свободная Россия“ ადგილობრივი ფილიალის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის. თავისი ყოფილი მეუღლის - „ПИК“-ის ექს-დირექტორის, კოტრიკაძის ესტაფეტას აგრძელებს ფონდის სამხრეთ კავკასიის ფილიალის დირექტორი კუროპტევი - ტელეპროექტის "Пограничная ZONA“ პროდიუსერი; პროექტის „АнтиРоссия” ცენტრად საქართველოში, „ПИК“-ის ნაცვლად, იქცა თბილისის გრიბოედოვის თეატრი, რომლის სახელწოდებიდანაც გაქრა სიტყვარუსულიდა რომელშიც ცოლ-ქმარი ყენია და კალატოზი, აშკარად ხოდორკოვსკის ფულით დგამენ პროვოკაციულ წარმოდგენას "Stalin 24" (ანტი)რუსი მსახიობების - ბოლოტნაიას დისიდენტების ძალებით». ამ მომენტიდან - უფრო დაწვრილებით, რადგანაც, როგორც მითითებულია აფიშაზე, ყოველი სპექტაკლიდან შემოსული თანხები უკრაინის დასახმარებლად მიდის.

   "თეატრს ნუ ათამაშებ!" - ასე ვუწოდე ჩემს ინტერვიუს "ასავალ-დასავალში", რომელშიც საკუთარი ვერსიები წამოვაყენე - თუ რატომ აირჩიეს ამ დაძაბულ დროს საქართველოს დედაქალაქში არსებული რუსული თეატრი ანტირუსული პროვოკაციებისთვის. დავასკვენი, რომ მთევერი მიზეზი - საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნის პროვოცირებაა "პირველი უკრაინულის" დასახმარებლად. ამის მიუხედავად, თეატრის თამაში გრძელდება - სპექტაკლი იდგმება და იგეგმება წინასწარ, ამ ტემპით წარმოდგენების რაოდენობა მალე ორ ათეულს მიაღწევს და გრიბოედოვის თეატრი უკრაინის ჯარს საბრძოლო თვითფრინავს აჩუქებს! თუმცა გრიბოედოვის მცირე სცენაზე ნებისმიერი სხვა სპექტაკლი თვეში ერთხელ იმართება (იხ. აფიშა).

აღმოჩნდა, რომ თბილისის .. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი, რომელიც ასევე არის რუსული კლუბის“ პრეზიდენტი და საქართველოს რუსი თანამემამულეების ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს (КСОРСГ) თავმჯდომარე, არის ზემოხსენებული, რუსეთიდან გაქცეული იგორ კუროპტევის, სამხრეთ კავკასიაში ამერიკული ფონდი „Свободная Россия“-ს დირექტორის ძველისძველი მეგობარი (2019 წლის 1 ივლისს რფ-ის გენპროკურატურამ ფონდი აღიარა არასასურველ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქმიანობის აკრძალვით, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის). სქრინშოტები მოწმობს, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს კუროპტევი და საქართველოს ყველაზე მზაკვარი მტრები - ადგილობრივი "რესპუბლიკელები" - მადლობას უხდიან სვენტიცკის, ხოლო სვენტიცკის არ ავიწყდება ყოველწლიურად კუროპტევისთვის დაბადების დღის მილოცვა (პოსტებისა და ფოტოების უმეტესობა, რომელიც მოწმობს კუროპტევის მფარველობას სვენტიცკისადმი, ასევე ამ უკანასკნელის სიახლოვეს სხვა რუს მფარველებთან, ფეისბუქიდან წაიშალა, კიევურ ხრეშჩატიკზე სვენტიცკის ცნობილ ფოტოსთან ერთად - იხ. ფოტო).

 

   როგორ შეიძლება, რომ საქართველოში მთავარი რუსი თანამემამულე, საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციასთან არსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი (ასე დაერქვა რუსეთის საელჩოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ) დემონსტრაციულად მეგობრობდეს რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მტერთან - საქართველოში ამერიკული ორგანიზაციის ფილიალის ხელმძღვანელთან, რომელშიც შედის ხოდორკოვსკი და რომელიც შეიქმნა კონსტიტუციური წესრიგის ძირის გამოსათხრელად და რევოლუციური გზით პუინის ხელისუფლების დასამხობად?! (ხოდორკოვსკის ფონდი „Открытая Россия“ არის ფონდის „Свободная Россия“-ს ნაწილი, ფონდის ფილიალი, რომელიც დაარსდა აშშ-ში რუსი ემიგრანტებისა და ამერიკელი ჩინოვნიკების მიერ, საქართველოს გარდა, მოქმედებს უკრაინაშიც). რა მაგალითს ან სიგნალს აძლევს ამით სვენტიცკი ამ რუს თანამემამულეებს საქართველოში, ორგანიზაციებს - საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან არსებული რუსი თანამემამულეების საკოორდინაციო საბჭოს წევრებს და ზოგადად - თბილისის არაქართველ მოსახლეობას - თბილისის გრიბოედოვის სახ. რუსული დრამატული თეატრის მთავარ რუსულენოვან აუდიტორიას?! რას გრძნობენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოკლე ხანში დარეგულირება, როცა „გვირაბის ბოლოს სინათლის“ ნაცვლად სვენტიცკის ფიგურას ხედავენ?!

   როგორც ხედავთ, ლიბერალებს, რომლებიც ერთმანეთს ლობირებენ, ყველაფრის უფლება აქვთ! თუნდაც სვენტიცკის, რომელსაც ცხოვრებაში ერთი როლიც კი არ უთამაშია, "საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისა" და "რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტის" წოდებები უწყალობონ! გრიბოედოვის თეატრის ფოიეში არის თეატრის ყველა მთავარი რეჟისორის ფოტოპორტრეტების გალერეა მთელი მისი სახელოვანი ისტორიის მანძილზე, მაგრამ ტოვსტონოგოვსა და მოქმედ მთავარრეჟისორ ვარსიმაშვილს შორის კიდია... თეატრის დირექტორის, სვენტიცკის პორტრეტი - ჩინოვნიკისა, რომელიც თეატრის მეურნეობას ხელმძღვანელობს (იხ. ფოტო)!

   მოდით ვიფანტაზიოროთ და წარმოვიდგინოთ სხვა სცენა - როგორ მოადგა ძუნწი "მამაკაცური" ცრემლი სვენტიცკის თვალებზე, როდესაც ის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მეგობრობის ორდენების კავალერი, უზიარებს თავის მეგობარს - რფ-ის (არა)ინტერესების სექციის ხელმძღვანელს საქართველოში, თუ როგორ უჭირს ცხოვრებაში ერთადერთი მთავარი, ნაციონალისტი/რუსოფობის როლის შესრულება, რათა "საქართველოში რუსული თეატრი გადაარჩინოს ველური ქართველნაციონალისტებგან, რომლებსაც სძულთ ყველაფერი რუსული"... ალბათ ამ „წმინდა მიზნისთვის“ 21-საუკუნის ტირლიცმა ნიკოლაი სვენტიცკიმ თეატრის სახელწოდებიდან ამოიღო სიტყვა „რუსული“ (იხ. ფოტო - დიდი და პატარა დარბაზის შესასვლელი), თუმცა, ყოფილი სსრკ-ის ყველა რესპუბლიკაში, სადაც რუსული აკადემიური თეატრებია შემორჩენილი, მაგალითად, აზერბაიჯანში, სიტყვა „რუსული“ კვლავ ფასადზეა (იხ. ფოტო). მაგრამ როგორ ახერხებს სვენტიცკი მეგობრობას ერთდროულად კუროპტევთან - და რუსეთის ელჩთან (სექციის ხელმძღვანელთან)?!

   სპექტაკლი "სტალინი 24" იმართება პატარა სცენაზე, სადაც შედიხარ შენობის უკანა მხრიდან - უკანა შესასვლელის გვერდით, რომელიც მიემართება იანუსივით მრავალსახოვანი სვენტიცკისკენ - ისეთივე მდიდართან, როგორც ამ სტატიის დასაწყისში ნახსენები ქართული რუსოფობიური მედიის ხელმძღვანელები, რომელთანაც იგი, სხვათა შორის, ისევე მეგობრობს, როგორც კუროპტევთან, მათ შორის - ტელეკომპანიასთან, რომელმაუკანასკნელი სიტყვებით შეურაცხყო პუტინი და მისაწ განსვენებული მშობლების საფლავები...

P.S.

   ზემოხსენებულ 31 ოქტომბრის ანალიტიკურ ჩანაწერში, ქართველი ახალგაზრდების რუსეთისგან გაუცხოების მიზეზთა შორის დავასახელე ცალმხრივი სავიზო რეჟიმი რუსეთში ჩასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირდაპირი ავიამიმოსვლის არარსებობა რუსეთსა და საქართველოს შორის (თუნდაც დასვენების, ღირსშესანიშნაობების მონახულების, კულტურული თუ სპორტული ღონისძიების დასწრებისა, ან უბრალოდ რუსების უკეთ გაცნობის საშუალების შეუძლებლობის გამო) და უცებ, 2 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავალებს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან ერთად, შეიმუშაონ უცხოელებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებები ურთიერთქმედების პრინციპის გარეშე: მომზადდეს და წარდგინოს წინადადებები რუსეთის ფედერაციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ტურისტული, საქმიანი, საგანმანათლებლო მიზნებისთვის, აგრეთვე სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის უვიზო რეჟიმის დადგენის მიზნით (ურთიერთზიარის პრინციპის გათვალისწინების გარეშე). დავალებების იმავე ჩამონათვალში პუტინმა დაავალა „შეისწავლომრავალჯერადი ტურისტული ვიზების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა და განკარგულება გასცა, წარადგინონ წინადადებები რუსეთსა და არამეგობრულ სიაში არშეტანილ ქვეყნებს შორის ავიაგადაზიდვების მოცულობის გაზრდის შესახებ.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში არშეტანილი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოსკოვს შეუძლია ვიზები მალე გააუქმოს და განაახლოს ავიამიმოსვლა საქართველოსთან. მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ამისთვის ხელსაყრელი ვითარება იქმნება, ოპოზიცია მისი ჩაშლის მიზნით აწყობს მორიგ პროვოკაციას, მაგალითად, გავრილოვის ღამეს“, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო ფონდი „Свободная Россия“-ს ფილიალი საქართველოში და მისი ლიდერი, ოპოზიციის და სვენტიცკის მეგობარი ეგორი კუროპტევი.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 3 ნოემბერი
საქართველო, თბილისი