აქტუალური
ეკონომიკური კვლევების ცენტრმა „რია-ანალიტიკმა“ მსოფლიო ქვეყნების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგის მიხედვით საქართველო 180 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზეა. მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) – ეს არის ცხოვრების დონის საზომი და ამ მონაცემებით საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის აზერბაიჯანს ბევრად ჩამორჩება, სომხეთს კი მხოლოდ ერთი ადგილით უსწრებს. რეიტინგის მიხედვით სომხეთი 113-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი მე-80 პოზიციაზე იმყოფება.