აქტუალური
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს – თამარ ტალიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს.
პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.