უცხოეთი
საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. წინასწარი შედეგების თანახმად, ისრაელში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბლოკი ლიდერობს, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა მიმდინარეობს და ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 20.7 პროცენტი.
არსებული მონაცემების საფუძველზე, ნეთანიაჰუს მემარჯვენე ბლოკი 120-ადგილიან პარლამენტში 72 მანდატს მიიღებს, თუმცა ეს რიცხვი, შესაძლოა, ბიულეტენების დათვლის შემდეგ შეიცვალოს.
მანამდე ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერის ბლოკი პარლამენტში 61-62 ადგილს მოიპოვებს, ხოლო ალიანსი, რომელიც მხარს უჭერს მოქმედ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს, 54 ან 55 ადგილს.
interpressnews.ge