საზოგადოება
საქართველო მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ინდექსი სოფიის ღია საზოგადოების ინსტიტუტი (OSIS) და ევროპული პოლიტიკის ინიციატივის (EUPI) ფარგლებშია შედგენილი.

ანგარიში, რომელიც პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა, ყოველწლიურად ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს აფასებს.

2021 წლამდე, ანგარიში 35 ქვეყანას მოიცავდა, ხოლო 2022 წელს კი მათი რაოდენობა 41-მდე გაიზარდა.

წელს კვლევაში საქართველოც მოხვდა, რომელიც 20 ქულით ბოლო, 41-ე ადგილს იკავეს.

მას წინ ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიც ჩრდილოეთ მაკედონია და კოსოვო და ალბანეთია.

რეიტინგში 76 ქულით პირველ ადგილას ფინეთია, მას მოსდევს ნორვეგია 74 ქულით, შემდეგ კი დანია 73 ქულით.

მომდევნო ადგილასაა ესტონეთი, მის შემდეგ კი სიაშია ირლანდია და შვედეთი.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ანგარიშში მხოლოდ თურქეთი მოხვდა და ის 36-ე ადგილს იკავებს. 29-ე ადგილასაა უკრაინა, ხოლო რუსეთი სიაში საერთოდ არაა.

ინდექსი, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ევროპის 41 ქვეყანაში ყალბი ამბებისადმი მდგრადობის პოტენციალს სხვადასხვა, მათ შორის, მედიის თავისუფლების, განათლების ინდიკატორით აფასებს.

ავტორების თანახმად, მეთოდოლოგია სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსსაც ეფუძნება, მაგალითად, Freedom House-ისა და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს მედიის თავისუფლების მაჩვენებლებს.