აქტუალური
საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7676 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7491 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7557 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.