საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა 10.2%-ია

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოლოდინია, რომ საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება.

როგორც პრემიერმა მთავრობს სხდომაზე განაცხადა, 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა მთელ ევროპაში უპრეცედენტოა.

„მოგეხსენაბთ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების და დაძაბულობის ფონზე, ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის 10.2%. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. გაზრდილია ექსპორტი. ექსპორტი გაიზარდა 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37.4 % შეადგინა, მიღებული შემოსავალი კი 4 მლრდი აშშ დოლარია. ასევ მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის ზრდა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ შევადარებთ 2019 წელს - 97.5 %-ით არის ტურიზმი აღდგენილი და აქედან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4.5 მლრდ აშშ დოლარი. არ მინდა პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ მოლოდინია, რომ წლის ბოლომდე ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ. ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას წლის ბოლოს“,- განაცხადა პრემიერმა.