პოლიტიკა
თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი

oon6თვითნებური დაკავების საკითხებზე მომუშავე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი თავისი პირველი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ჯგუფი ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთის კუთხით არსებულ ინსტიტუციურ და სამართლებრივ ბაზას შეაფასებს.

ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც სენეგალელი ელ ჰაჯი მალიკ სოუ ხელმძღვანელობს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის ციხეებს ესტუმრება და აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისუფლების თვითნებური აღკვეთის ბრალდებების გამოძიების მიზნით 1991 წელს შეიქმნა, თავის წინასწარ დასკვნას საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 24 ივნისს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარადგენს, ხოლო საბოლოო ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2012 წელს წარედგინება.