აქტუალური
სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა ერევანი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა – Fly Arna-მ ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომლითაც 167 მგზავრი ჩამოფრინდა, თბილისიდან ერევანში კი, 110 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.