პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ აიძულებენ ქართველ ახალგაზრდობას, სძულდეს რუსეთი

     გახსოვთ ევგენი შვარცის "ზღაპარი დაკარგული დროის შესახებ" - დაწყებითი კლასების მოსწავლეების შესახებ, რომლებმაც არ ისწავლეს გაკვეთილები - დაკარგეს ძვირფასი დრო და გადაიქცნენ ღრმა მოხუცებად? ზღაპარი ჰეფი-ენდით მთავრდება, მაგრამ ცხოვრებაში საათის ისრებიუკან გადაწევა დაკარგული დროის დასაბრუნებლად შეუძლებელია...

   დღეს, როცა საქართველოს მხდალი ექს-პრეზიდენტი საავადმყოფოში უცნაურ დაავადებას სიმულირებს (ოღონდ ციხეში არ დაბრუნდეს!), საქართველო სრულად იმკის მის მიერ ჩადენილ გამოუსწორებელ ბოროტებას, დაკარგული თაობები ხომ დაკარგულ ტერიტორიებზე არანაკლები პრობლემაა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ (არა)განათლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ტელეპროპაგანდის ერთიანი სისტემა მიმართული იყო მოზარდი თაობების დეზინფორმაციაზე, მოზარდებს არასგზით არ უნდა მიეღოთ ხარისხიანი განათლება და გაეგოთ სიმართლე მიმდინარე მოვლენების შესახებ. სააკაშვილმა ისარგებლა მოზარდების ჩამოუყალიბებელი ფსიქიკითა და გამოუცდელობით და მათ შეუსვენებლად წინ მიერეკებოდა, არ აძლევდა გარშემო მიმოხედვის საშუალებაც კი: სოროსის გრანტები და სხვა იოლი ჯიბის ფული ციდან კანფეტებივით ცვიოდა; საზღვარგარეთ კურსგავლილი გუშინდელი თინეიჯერების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნებმა მათ თავბრუ დაახვია; ახალგამოჩეკილი „თეთრსაყელოიანების“ მაღალი ხელფასები, რომლების გათვალისწინებით ბანკები დაუბრკოლებლად გასცემდნენ კრედიტებს ავტოსალონებში ავტომანქანებისა და ახალ ელიტურ კორპუსებში ბინების შესაძენად - როგორ არ უნდა ცდუნებულიყვნენ ყმაწვილები?! ხოლო სანაცვლოდ, მხოლოდ - "გააკეთე ჩვენსავით, გააკეთე ყველასავით", როგორც ასწავლიან ტრენინგებზე და „კმარას“ ბანაკებში...

მოხდა წლობით აპრობირებული განათლების აკადემიური სისტემის დევალვაცია - თუ ფორმალური გაკვეთილები სკოლებში კიდეც ტარდებოდა, აუცილებლად ტრენინგ გავლილი და სოროსის ფონდში სერტიფიკატ მიღებული პედაგოგების მიერ გაყალბებული სახელმძღვანელოებით, ნაჩქარევად დაბეჭდილი განათლების ახალი მინისტრის - სოროსის ფონდის ქართული ფილიალის დირექტორის, ალექსანდრ ლომაის მიერ; ინსტიტუტებში ხარისხიანი ლექციების ნაცვლად - პრეზენტაციები, მიტინგები და გაცვლითი პროგრამები აშშ-ს საელჩოს პატრონაჟით. როგორია ცხოვრება უცხო მიწაზე, უცხო ფასეულობების მქონე უცხო ოჯახებში და თანაც, გარდამავალ ასაკში, როცა ახლობლების სითბო და თანადგომა ყველაზე მეტად არის საჭირო?! სამაგიეროდ - ამერიკაში, რაც პრესტიჟულია, ჯილდო კი ამერიკული სერთიფიკატია, საუკეთესო „საშვი“ ცხოვრებაში! ან, რა დროს სწავლაა, თუკი თავად პრეზიდენტი, როგორც ჩანს - თავის ცინგლიან ყრმობაში გოგოების მხრიდან იგნორის გახსენებით, ახალგაზრდებს ბანაკებში დროის კარგად გატარებისკენ მოუწოდებს: "აი თქვენ ბუჩქები, აი თქვენ კოკა-კოლა, სხვა რა გინდათ?!". ასე, დაკარგული დროის ზღაპრის“ ბოროტი ჯადოქრებივით, წაართვა სააკაშვილმა ქართველ ახალგაზრდებს კლასიკური განათლების მისაღებად განკუთვნილი ძვირფასი დრო - ოღონდ სწრაფად გაზრდილიყვნენ და მის ფანატიკურად ერთგულ ელექტორატად ქცეულიყვნენ! მას მხოლოდ რამდენიმე წელი დააკლდა, რომ საბოლოოდ „გაეზავებინა“ ამომრჩეველთა უფროსი თაობა მის მიერ გამოზრდილი ახალი ევროქართველებით, და ასევე, მან სათანადოდ არ შეაფასა მილიარდერი ივანიშვილი...

   ამგვარად, ქართველთა ახალგაზრდა თაობამ უახლეს ისტორიაში უკვე მეორედ დაკარგა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა დაუფლებოდა ელემენტარულ ცოდნსა და უნარებს, რაც თეთრს - შავისგან, მარცვლეულს ჩენჩოსგან, სიმართლესიცრუისგან გაარჩევინებდა. პირველად, ასეთი მარცხს ადგილი ჰქონდა 90-იან წლებში, სსრკ-ის დაშლის წლებში, როდესაც დაღლილ უფროსებს კვლავაც არ ეცალათ საკუთარი შვილების განათლებისთვის - ოღონდაც მშივრები არ ყოფილიყვნენ, და მიტინგებზე და არა კლასებსა და აუდიტორიაში გაზრდილი ახალგაზრდები გაიტაცა "პატრიოტულმა", ზოგს კი ბანდიტურმა რომანტიკამ. ზემოთ ნახსენები, სააკაშვილის ახალი ევროქართველები, ქართველების იმ პირველი დაკარგული თაობის შვილები არიან, რომელიც „ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ და სამოქალაქო ომების პერიოდში გაიზარდა - თბილისში, ცხინვალში, აფხაზეთში. ოღონდ, მშობლებისგან განსხვავებით, ისინი კოსმოპოლიტები არიან, ვისთვისაც მთელი მსოფლიო ერთი დიდი „მაკდონალდსია“, მაგრამ ამავე დროს - რუსოფობები, დასავლური რეცეპტებით აღზრდილი, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს: რუსეთი და რუსები საქართველოს ისტორიული მტრები და ოკუპანტები არიან". ალტერნატიული აზრი ქართველი ახალგაზრდობისთვის მიუწვდომელია, რადგან:

1 - მან არ იცის რუსული ენა, რომლის სწავლა წინდახედულად ამოიღეს უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულებების პროგრამებიდან, ხოლო რუსეთის დახმარება საქართველოში რუსული ენის მხარდასაჭერად, ჩაიჯიბეს კორუმპირებულმა მოსკოველმა ჩინივნიკებმა და თბილისის ვიწრო წრეებში კარგად ცნობილმა ადგილობრივმა „რუსეთის თანამემამულეებმა“. პუტინის მისამართით შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და სტიკერებით აღჭურვილი ქართველი ახალგაზრდობა არ იცნობს რუსეთს, რადგან რაც თავი ახსოვს, მკაცრი სავიზო რეჟიმისადა პირდაპირი ავიამიმოსვლების უქონლობის გამო მოსკოვსა და პეტერბურგს ღირსშესანიშნაობების სანახავად ვერ ეწვევა. დღეს საქართველოში ერთადერთი, ვინც რუსულს ასე თუ ისე ფლობს და ფარულად შვილებს ასწავლის, რადიკალური ვითომ პროდასავლური ოპოზიციის ლიდერები არიან, მთავარი რუსოფობები, რადგან უკრაინაში თავად ქართველი დაქირავებულებიც კი ელაპარაკებიან უკრაინელებს არა ინგლისურად, არამედ რუსულად! გათვლა მარტივია - როცა საქართველო გარდუვალად დაიკავებს თავის ბუნებრივ ადგილს მეზობლების გვერდით კავკასიასა და რეგიონში, მათი მოზრდილი შვილები, რომლებიც კარგად ფლობენ რუსულს, მოსკოვში რუსეთთან ურთიერთობის დასალაგებლად ჩავლენ;

2 - საქართველოში მოკვდა რუსულენოვანი ჟურნალისტიკა. რამდენიმე ქართული გამოცემა, რომელსაც აქვს რუსულენოვანი ინტერნეტ-ვერსია, საქართველოში დარჩენილი ბოლო მთარგმნელების შრომის და არა ჟურნალისტიკის შედეგია. და ეს ბილინგვური გამოცემებიც, გარდა საქინფორმსა, გამოირჩევა ანტირუსული სარედაქციო პოლიტიკით. დსთ-ის ქვეყნებთან ერთიანი, ანუ რუსულენოვანი საინფორმაციო სივრცის შექმნისა და საქართველოში სრულფასოვანი რუსულენოვანი მედიის მხარდაჭერის ნაცვლად, მოსკოვმა თბილისში ცნობილი რუსი დიპლომატების სახელობის ფონდები და „ატკატებისთვის“ ფულის სხვა „სამრეცხაო“ გახსნა. ამასობაში კი საქართველოში ანტირუსული პროპაგანდა რუსულ ენაზე გაძლიერდედა და არა მარტო ანგლოსაქსური გრანტებით, არამედ ხოდორკოვსკის ფულით ფონდის „Свободная Россияადგილობრივი ფილიალის მეშვეობით, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის. თავისი ყოფილი მეუღლის - ПИК“-ის ექს-დირექტორის, კოტრიკაძის ესტაფეტას აგრძელებს ფონდის სამხრეთ კავკასიის ფილიალის დირექტორი კუროპტევი - ტელეპროექტის "Пограничная ZONAპროდიუსერი; პროექტის АнтиРоссия ცენტრად საქართველოში, ПИК“-ის ნაცვლად, იქცა თბილისის გრიბოედოვის თეატრი, რომლის სახელწოდებიდანაც გაქრა სიტყვა „რუსული“ და რომელშიც ცოლ-ქმარი ენია და კალატოზი, აშკარად ხოდორკოვსკის ფულით დგამენ პროვოკაციულ წარმოდგენას "Stalin 24" (ანტი)რუსი მსახიობების - ბოლოტნაიას დისიდენტების ძალებით;

3 - ყველაფერი რუსული სააკაშვილის რეჟიმმა გაიგივა სამშობლოს ღალატთან, რაც ისჯებოდა როგორც ჯაშუშობა. „რუსეთუმე“ განაჩენივით ჟღერდა, ამ „საშინელ ცოდვაში“ ეჭვმიტანილ მოქალაქეებს, რომლებიც რუსულ-ქართული ტრადიციული ურთიერთობების აღდგენის მომხრენი იყვნენ, კეთროვანივით გაურბოდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ 10 წელია ხელისუფლებაში არ არიან, პრორუსობაში ეჭვმიტანის ცხოველური შიში საქართველოში კვლავაც ნორმად რჩება, რადგან მას აშშ-ს საელჩო ახალისებს. საქმე აბსურდამდე მივიდა - დღეს რუსეთიდან ჩამოსული რუსებთვის უფრო ადვილია საქართველოს მოქალაქეობის მიღება, ვიდრე მისი აღდგენა ქართველებისთვის საქართველოდან, რომლებიც ადრე წავიდნენ რუსეთში და ავტომატურად დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით (და არა მასზე უარის თქმით, როგორც ეს ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა!). ამის შესახებ არ იცის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელიც ქართველ ემიგრანტებს მუდმივად მოუწოდებს სამშობლოში დაბრუნებისკენ. სად ჰყავს საქართველოს ამდენი შვილი დასაკარგი?! დიახ, დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის პრეზიდენტსააკაშვილის მიერ შემოღებული უვიზო რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ არავინ იძლევა გარანტიას, რომ ხვალ ის არ გაუქმდება, როგორც ამას ოპოზიცია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოითხოვენ! მერე როგორ ჩამოვლენ ჩვენი ქართველები სამშობლოში, თავის სახლებში, წინაპრების საფლავებთან?!

   „Поздно пить “Боржоми““ - დრო შეუქცევადად დაიკარგა, ბავშვები გაიზარდნენ და ფუჭია მათი გადარწმუნება, მით უმეტეს, ისტორიის გაკვეთილების სწავლება. დასავლურმა პროპაგანდამ და აგიტაციამ ადგილობრივი ჯადოქრების პირით (სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ბაზაზე შექმნილმა ტელეკომპანიებმა; სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბაზაზე შექმნილმა რადიკალურმა ოპოზიციადა ე.წ. „სამოქალაქო სექტორმა“, ომბუდსმენის ხელმძღვანელობით) გააკეთა თავისი ბოროტი საქმე - ახალგაზრდა ქართველები, რომლებსაც ელემენტარული ცოდნაც არ მიუღიათ, გამოუსწორებელი რუსოფობები გახდნენ. ხოლო რაც უფრო დაბალია ინტელექტი, მით უფრო მაღალია აგრესია... საკუთარი ჭკუით რომ ეაზროვნათ (ოფცია, რომელიც მათ ჯერ სკოლაში გაუთიშეს - იხ. ზემოთ), მიხვდებოდნენ, რამდენად საშიშია გლობალიზაცია და ლიბერალიზმი, რომლის მარიონეტებიცა და ამავე დროს მსხვერპლი არიან; ეცოდინებოდათ, რომ 27 ოქტომბერს, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის მე-19 შეხვედრის დასკვნით პლენარულ სხდომაზე პუტინმა მათ შესახებაც ისაუბრა. დღეს ხომ რუსეთი ეომება არა უკრაინას, ან ნატოს, არამედ ნეოლიბერალიზმსა და ნეოგლობალიზმს, რამაც წარმოქმნა ნეონაციზმი, მათ შორის თავად რუსეთშიც. დღეს მსოფლიოში მიმდინარეობს ბრძოლა არა იმდენად ნახშირწყალბადებისა და გაყიდვების ბაზრებისთვის, არამედ ბრძოლა სიკეთისა ბოროტების წინააღმდეგ, ქრისტიანობისა და სხვა ტრადიციული რელიგიების ბრძოლა დასავლურგლობალიზმისა და ლიბერალიზმის წინააღმდეგ, რომლებიც უკვე შემოიჭრნენ ჩვენს სახლებსა და ეკლესიებში, ჩვენოჯახები, მისწვდნენ ჩვენს შვილებს და შემოაღწიეს ცოლ-ქმრის საძინებლებშიც კი! და ამ ბრძოლაში რუსეთი გვიცავს ყველას, რადგან საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები გლობალური ლიბერალიზმისთვის ძალიან ადვილი სამიზნეა.

   ბოლო დროს პუტინმა არაერთხელ ტყუილუბრალოდ როდი ახსენათვითწმენდა“ („самоочищение“). ხოლო ზოგიერთ წინა გამოსვლებში შეგვახსენა, რომ ბოლო ხანებამდე ამერიკელი მრჩევლები ოფიციალურად მუშაობდნენ რუსეთის სტრატეგიულ, მათ შორის ბირთვულ ობიექტებში. მრჩევლები წავიდნენ, მათ მიჰყვნენ კულტურის არასახალხო და დაუმსახურებელი არტისტები და დეზერტირები, ახლა დროა რუსეთი გათავისუფლდეს კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. კომპრომეტირებული, ისინი ადვილად შეიძლება იქცნენ უცხოური სპეცსამსახურების შანტაჟის ობიექტები და გადაბირებულნი, ოღონდაც ინფორმაცია მათი მექრთამეობის, უცხოური აქტივების, ასევე კრემლის გადაწყვეტილებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების, მათ შორის უკრაინის მიმართ, არ გასაჯაროვდეს. მხედველობაში მყავს არა მხოლოდ ზემოხსენებულკორუმპირებულმოსკოველი ჩინოვნიკები, რომლებმაც გაძარცვეს მრავალმილიარდიანი (რუბლებში) დახმარება რუსი თანამემამულეებისა და უცხოეთში რუსული ენის მხარდასაჭერად. ვგულისხმობ რუსულ სტრუქტურებში ანგაჟირებულ ქართველოფობებს, რომლებმაც განგებ მიაწოდეს ცრუ ცალმხრივი ინფორმაცია „ზემოთ“, რასაც შედეგად მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენები - ომი და შემდგომ სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობისაღიარება, რისი თავიდან აცილებაც შეიძლებოდა.

   ვალდაის ფორუმზე "მსოფლიო ჰეგემონიის შემდეგ: სამართლიანობა და უსაფრთხოება ყველასათვის", პუტინმა მსოფლიოს მისცა ნეოგლობალიზმისა და ნეოლიბერალიზმის ფორმულები - რატომ არ შეედავა პუტინს არც ერთი მოწინააღმდეგე, არც ერთი დასავლელი ლიდერი, არ უარყო მისი არცერთი თეზისი არგუმენტებით? ცხადია - მათი არარსებბობის გამო! არადა, პუტინი ხომ იმ ქვეყნის ლიდერია, რომელსაც ბოლშევიკების მმართველობის დროს თავად ჰქონდა ამბიციები გამხდარიყო გლობალიზმის ცენტრი - "მსოფლიო რევოლუციისა" და ანტიმართლმადიდებლური ათეიზმის, მაგრამ დღეს ის წარმოადგენს ტრადიციული სულიერი, კულტურული, მართლმადიდებლური და სხვა ეგზისტენციალური ფასეულობებიმთავარ საყრდენს, რომლებიც მიმართულია თითოეული ინდივიდის, თითოეული ერის უნიკალური სამყაროს დასაავად და ყველას ერთი საზომით არ ზომავს - არ მოსავს ერთი „ შინელით“, როგორც ამას ბოლშევიკები აკეთებდნენ!

და პირიქით - გლობალისტები და ლიბერალები, რომლებსაც ტყუილად როდი ვიხსენიებ პრეფიქსით „ნეო“, გარდაიქმნენ ნეონაციზმად, რადგანაც ეწინააღმდეგებიან თავად გლობალიზმისა და ლიბერალიზმის არსს. დღეს გლობალისტები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ერთნაირი უნდა იყოს, მაგრამ ისე, როგორც მათთან, როგორც დასავლეთში და არა -სხვაგვარად! აი რა არის ერთპოლარული სამყარო, რომელიც, საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა! აშშ-ის ელჩი ქართველებს ასწავლის დემოკრატიას კოლექტიური დასავლეთის სახელით, რომელიც აბსოლუტური უმცირესობამსოფლიო განზომილებაში, მავე დასავლეთისა, რომელმაც მსოფლიო დაასაჩუქრა რასიზმით, ფაშიზმითა და ინკვიზიციით! "Разве это нормально?!" – წამოიძახებდა აბულაძის შედევრი მთავარი გმირი.

   რა თქმა უნდა, არა! დღეს ლიბერალების მოსაზრებით, ყველასთვის როდია ყველაფერი ნებადართული, მხოლოდ რჩეულებისთვის, რასაც თავად კარნახობენ, ერთგვარი დასავლური დემოკრატია და ვინც მათ არ ეთანხმება, დასავლეთი უბრალოდ „აუქმებს“. ანუ, საკმარისი არ არის, რომ ათობით გენდერის წარმომადგენელმა ისარგებლოს სამოქალაქო უფლებებით ჰეტეროსექსუალურ უმრავლესობასთან თანაბრად - აუცილებელია ყველამ აღიაროს ერთსქესიანთა ქორწინებები და სხვა ღირებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ტრადიციულს, მაგალითად - მშობელი №1 და მშობელი №2. მათ უნდა ჰქონდეთ მათი პოპულარიზაციის უფლება, ახალგაზრდებში თავისი ცრუ სწავლებების ქადაგებისა და გეი აღლუმების გამართვის უფლება. მაგრამ განა სექსუალური, რელიგიური თუ მათთან მზაკვრულად გაიგივებული ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების განსაკუთრებულობის აღიარება, ამ სენსიტიური გარემოების გამოკვეთა და საჯარო დემონსტრირება მათი სამოქალაქო უფლებების ყველაზე დიდ დარღვევას არ წარმოადგენს?! ორმაგი სტანდარტები: ჩვენ იძულებულს გვხდიან ვაღიაროთ სექსუალური მრავალფეროვნება - არა ორი ტრადიციული ჰეტეროსექსუალური, არამედ ორი ათეული გენდერის არსებობა, მაგრამ კრძალავენ ყველაფერში აზრთა პლურალიზმს, ახდენენ ჩვენი ცნობიერების უნიფიცირებას, გვაცმევენ "შინელს" (იხ. ზემოთ) და პირს „კოკა-კოლით“ გვივსებენ - ოღონდ გავჩუმდეთ! დასავლეთი ამტკიცებს, რომ სწორედ მისი კულტურა და მსოფლმხედველობა უნდა იყოს უნივერსალური“, - აღნიშნავს ამასთან დაკავშირებით პუტინი. ეს ხომ "Pink Floyd”-ის ნამდვილი "ჩაქუჩების მარშია"!

   როგორც ჩანს, აქ საქმე სულ სხვა რამეშია და არა ვითომდა დამცირებული და შეურაცხყოფილი უმცირესობების დაცვაში. მხოლოდ ერთი წესის დამტკიცების მცდელობაა, რათა ხელისუფლებაში მყოფებს, მე ვსაუბრობ გლობალურ ხელისუფლებაზე, ჰქონდეთ შესაძლებლობა იცხოვრონ ყოველგვარი წესების გარეშე და ყველაფრის ნება ჰქონდეთ, ყველაფერი შერჩეთ, რასაც არ უნდა აკეთებდნენ. .. მსოფლიომბრძანებლობა სწორედ ისაა, რაზეც ე.წ. დასავლეთი ფსონს ჩამოვიდა საკუთარ თამაში, თუმცა ეს თამაში, რა თქმა უნდა, საშიშია, სისხლისმღვრელია და, მე ვიტყოდი, ბინძური! ის უარყოფს ქვეყნებისდა ხალხების სუვერენიტეტს, მათ თვითმყოფადობასა და უნიკალურობას, არაფრად აგდებს სხვა სახელმწიფოთა ინტერესებს... არავის, მათ გარდა, ვინც ქმნის ამ წესებს, რომლებიც აღვნიშნე, არ აქვს თვითმყოფადი განვითარების უფლება: ყველა დანარჩენი ამ წესებუნდა დაექვემდებარონ", - თქვა პუტინმა ამის შესახებ „ვალდაიზე“.

აი, თურმე რატომ აიძულებენ ქართველ ახალგაზრდობას სძულდეს რუსეთი...

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი

2022 წლის 31 ნოემბერი
საქართველო, თბილისი