აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი გახდა

 საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7821 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7821 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7723 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0098 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7874 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7329 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0545 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.