საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის უპირობო და მუდმივი

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის უპირობო და მუდმივი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავად არის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ, რადგან ჩვენი ისტორიული რეგიონები დიდი ხანია, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არის უპირობო და მუდმივი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმაში მონაწილეობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს სიტყვით გამოვიდა.