უცხოეთი
საქართველო, 25 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას გერმანული ტელევიზია NTV ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შტაინმაიერი უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს დილით მატარებლით ჩავიდა და დღის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.
interpressnews.ge