აქტუალური
ტექნიკური შეფერხებების გამო საქსტატი მონაცემებს მოგვიანებით გამოაქვეყნებს

saqstati4როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქინფორმს აცნობა, 2011 წლის I კვარტლის მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (წინასწარი) გამოქვეყნდება დაგვიანებით.

„ტექნიკური მიზეზების, კერძოდ, სერვერისა და, შესაბამისად, კომპიუტერული და სატელეფონო ქსელის დროებითი გაუმართაობის გამო (რაც გამოწვეული იყო საქსტატის ოფისის შეცვლით), შეფერხდა რესპონდენტთაგან შესაბამისი ინფორმაციის მოზიდვა. ინფორმაცია დამუშავების პროცესშია და გამოქვეყნდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქსტატი ბოდიშს უხდის სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელს ტექნიკური შეფერხებების გამო.