პოლიტიკა
სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილებას 17 ივნისს მიიღებენ

angarishi_sxdomaპარლამენტი სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშზე დადგენილებას 17 ივნისის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.

სახალხო დამცველის ანგარიშზე დადგენილების პროექტი „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ მოძრაობამაც მოამზადა, სადაც კონკრეტული რეკომენდაციებია გაწერილი, რომელთა მიხედვითაც, შესაბამისმა უწყებებმა ანგარიშში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყონ.

როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განაცხადა, უმრავლესობა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს არ იზიარებს და, შესაბამისად, 17 ივნისს მათ დადგენილებას ეყრება კენჭი.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტში კი წერია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს წელსაც მხოლოდ ცნობად იღებს.