პოლიტიკა
აქციის მონაწილეებს ახალ შეზღუდვებს უწესებენ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“.
კანონის მოქმედი რედაქციით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი, ალკოჰოლიანი სასმელები; ასევე, ეკრძალებათ განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისთვის.კანონპროექტით კი, ამ ჩამონათვალს ემატება ნებისმიერი ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, აკრძალული იქნება ცივი იარაღის ქონაც.
კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები: პავლე კუბლაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშვილი.