სამართალი
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს შეხვდნენ

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები სახალხო დამცველობის კანდიდატებს შეხვდნენ. შეხვედრაზე 19-ვე კანდიდატი მიიწვიეს, შეხვედრას კანდიდატების ნაწილი ესწრებოდა.

დისკუსიის ფარგლებში მსჯელობა იყო, ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ვის რა საქმიანობის გეგმა და ხედვა აქვს.

კანდიდატები განცხადებით, მათ დეპუტატებს გაუზიარეს ინფორმაცია, როგორც საკუთარი გამოცდილების თვალსაზრისით, ასევე სამოქმედო გეგმაზეც​​.