საზოგადოება
„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

 საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა და 100-დან 78 ქულით შეფასდა.

ანგარიშში ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომისთვის, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები. შესაბამისად, საქართველოს ამ კრიტერიუმებში 19, 31 და 28 ქულა აქვს.

ყოველწლიურ კვლევაში მსოფლიო 70 ქვეყანაა შესული.

ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, ისლანდიას 100-დან 95 ქულა აქვს, ესტონეთს 93, კოსტა რიკას – 88, კანადას 87, გაერთიანებულ სამეფოს 79, ტაივანს ასევე 79.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: გერმანია (77 ქულა), იაპონია (77 ქულა), აშშ (76 ქულა), საფრანგეთი (76 ქულა), იტალია (75 ქულა), სომხეთი (74 ქულ).