საზოგადოება
ცვლილებები მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციებში

mobile_phone3საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების – „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“ – თანახმად, 20 ივნისის 00:00 საათიდან იცვლება მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია, 27 ივნისის 00:00 საათიდან კი – „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაცია.

შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „ბილაინის“ მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების არსებულ რვაციფრიან ნომრებს XX-XX-XX-XX (მაგალითად 99-XX-XX-XX, 77-XX-XX-XX, 97-XX-XX-XX და ა. შ.) პირველ ციფრად ემატება ციფრი „5“, ხოლო მათი მომდევნო დანარჩენი ყველა ციფრი უცვლელი რჩება და ცხრაციფრიანი ნომერი შემდეგი სახის იქნება: 5XX-XX-XX-XX (მაგალითად 599-XX-XX-XX, 577-XX-XX-XX, 597-XX-XX-XX და ა. შ.).

„მაგთიფიქსის“უსადენო ფიქსირებულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელის არსებულ რვაციფრიან ნომრებს 90-XX-XX-XX პირველ ციფრად ემატება ციფრი „7“, ხოლო მათი მომდევნო დანარჩენი ყველა ციფრი უცვლელი რჩება და ცხრაციფრიანი ნომერი შემდეგი სახის იქნება: 790-XX-XX-XX.

შპს „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის არსებული რვაციფრიანი ნომრების 70-XX-XX-XX პირველი ორი ციფრი „70“ შეიცვლება ციფრებით „91“, მათ პირველ ციფრად დაემატება ციფრი 7 და ცხრაციფრიანი ნომერი შემდეგი სახის იქნება: 791-XX-XX-XX.

ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე 0X(X) ფორმატის ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი უცვლელი რჩება.

უცვლელი რჩება მობილური ქსელებისა და უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტების მიერ საქართველოს ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მობილური და ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დამყარების არსებული წესი.

იცვლება მობილური ქსელების, „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებს შორის და მათთან სხვა ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი:

შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“ მობილური ქსელების აბონენტებმა მათი ქსელების შიგნით და ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები 5XX-XX-XX-XX, ასევე, მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომრების 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX აკრეფით განახორციელებენ მათი ქსელების შიგნით და ერთმანეთთან კავშირს „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებიც.

შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“ მობილური ქსელების აბონენტებმა „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ პრეფიქსი „8“, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები, შესაბამისად, 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX , ისევე, როგორც „მაგთიფიქსისა“ და „სილქნეტის“ უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებმა შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელის“, შპს „ბილაინის“ მობილური ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ პრეფიქსი „8“, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები 5XX-XX-XX-XX.

ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტებმა მობილური და ზემოაღნიშნული უსადენო ფიქსირებული ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად უნდა აკრიფონ პრეფიქსი „8“ , შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები, შესაბამისად, 5XX-XX-XX-XX (კომპანიების – შპს „მაგთიკომის“, შპს „ჯეოსელისა“ და შპს „ბილაინის“ აბონენტები) ან 790 -XX-XX-XX („მაგთიფიქსი“) ან 791-XX-XX-XX („სილქნეტი“).

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან მობილური და ზემოაღნიშნული უსადენო ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს: +, საქართველოს კოდი 995, შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტების ახალი ნომრები, შესაბამისად, 5XX-XX-XX-XX ან 790-XX-XX-XX ან 791-XX-XX-XX.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა განვლილ ეტაპებზე ქვეყნის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში შემოღებულ იქნა ქალაქების ახალი კოდები და ადგილობრივი ფიქსირებული სატელეფონო ქსელების აბონენტების ახალი ნომრები.