საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7627 ლარი გახდა

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7627 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7627 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7645 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7141 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.6946 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0195 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.