საქართველოს საგადასახადო კოდექსში ტურისტულ ზონებთან დაკავშირებით მორიგი ცვლილების შეტანა იგეგმება. ამ ცვლილების თანახმად, კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებული საკურორტო სეზონის განმავლობაში 1 კვადრატული მეტრი ფართის გაქირავებისთვის ფიქსირებულ გადასახადს – 10 ლარს გადაიხდიან. ცვლილების ინიციატორების განცხადებით, ეს საოჯახო სასტუმროს მფლობელთათვის გადასახადის გადახდას გაამარტივებს. თუმცა კერძო სასტუმროს მფლობელებს სურვილის შემთხვევაში ძველი, დღემდე მოქმედი სისტემითაც შეეძლებათ გადასახადის გადახდა. დღეს მოქმედი რედაქციით, კერძო სასტუმროს მფლობელები გადასახადს ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით იხდიდნენ. ამ ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მხარს არ უჭერენ, რადგან მიაჩნიათ რომ ამით კერძო მეწარმეთათავის საგადასახადო წნეხი მძიმდება.