სამართალი
პროექტის თანახმად, თუ პირი სურსათის/ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ საქმიანობას განახორციელებს შესაბამის საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე, დაჯარიმდება 300 ლარით. ინსპექტირების შედეგად არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წესდება ადმინისტრაციული სახდელი 400 ლარი, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი – 1000 ლარი. კანონპროექტით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.
კანონში შესატანი ცვლილებები მიმდინარე წლის 1 ივლისიდან შეეხება მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებულ სურსათის მწარმოებლებს, ხოლო 2012 წლის 3 იანვრიდან – საკვები პროდუქტების ყველა მწარმოებელს.