საზოგადოება
საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი მიიჩნევს, რომ საქართველო არ გეგმავს ე.წ. მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ.
„ჩვენ სრულად ვაკვირდებით სიტუაციას, ამიტომ შეშფოთების მიზეზს ვერ ვხედავთ. მეორე ფრონტს, დღევანდელი პროგნოზით, საქართველო ჯერ არ გაიხსნის. საქართველო არ არის დაინტერესებული სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობით, ამის შედეგები ქართულ პოლიტიკურ ელიტას კარგად ესმის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ ასევე უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე“, - განუცხადა პლიევმა გაზეთ „სამხრეთ ოსეთს“.