საზოგადოება
ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიამ მხარი დაუჭირა მზადყოფნას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ევროპისთვის აქტუალურ მრავალ საკითხს მოიცავს. ვრცელ დოკუმენტში ვხვდებით ჩანაწერს, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ევროინტეგრაცია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, და - მზადყოფნას, მიენიჭოს ის [კანდიდატის სტატუსი] საქართველოს. მათი მომავალი ევროკავშირშია, და ჩვენ გვსურს ეს მოხდეს, რაც შეიძლება მალე, როდესაც ისინი დააკმაყოფილებენ გაწევრების ყველა კრიტერიუმს, მათ შორის, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას", - ვკითხულობთ PES-ის რეზოლუციაში.

წყარო: რადიო თავისუფლება