სამართალი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელ მარეხ მგალობლიშვილის ინფომაციით, დღეისათვის კახეთის იზოლატორებში 32 პატიმარი რჩება, რომლებიც 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ დააკავეს. პატიმრები ვერ ახერხებენ პირადი ჰიგიენის დაცვას. მისი თქმით, თელავის (18 პატიმარი), სიღნაღისა (5 პატიმარი) და ყვარელის (9 პატიმარი) იზოლატორებში მოთავსებულთა უმეტესობას 30 დღის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ვერ იბანენ ხან წყლის, ხან კი პირსახოცის უქონობის გამო, ვერ იპარსავენ წვერს და ვერ იჭრიან ფრჩხილებს. არც სავარცხელი აქვთ.