პოლიტიკა
უკრაინული თამაში „სამეფო ბლეფი“: ვინ დაუდო ღორი საქართველოს? - საქინფორმი

     მჯერა - არ მჯერა“, „სამეფო ბლეფი“, ან „დადე ღორი“ - ბანქოს თამაშია, მწარმოებელი - „Danko Toys“, უკრაინა. თამაშის პრინციპია სასაცილო ცხოველების ამსახველი კარტებით დიდი ბლეფი და ეტოქის ბლეფის ამოხსნა, სხვისთვის ღორის დადება და თავად არ მიიღო ღორი. ამ უკრაინული სამაგიდო თამაშის პრინციპი საფუძვლად უდევს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკას.

საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. 2008 წლის იანვრის არჩევნებზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქართველ ამომრჩეველს მეორე „ბიულეტენი“ შეაჩეჩა არაკორექტულად ფორმულირებული კითხვით: განაგრძოს თუ არა საქართველომ ნატო-ში ინტეგრაცია?“. სააკაშვილის გამღმერთებელმა დასავლელმა დამკვირვებლებმაც კი აღიარეს ეს არჩევნები გაყალბებულად, მაგრამ ნატოს შესახებ გამოკითხვა ხმამაღლა გამოცხადდა შემდგარ რეფერენდუმად, სადაც ვითომდა ამომრჩეველთა 77%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს ინტეგრაციას ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში. სინამდვილეში, ნატოში გაწევრებას არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 30%-ზე ოდნავ მეტმა მისცა ხმა.

   გავიდა წლები, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ბლეფი კოლექტიურ დასავლეთთან მიმართებაში კვლავ საქართველოს საგარეო პოლიტიკის საფუძველია. და მხოლოდ მაშინ, როცა დასავლეთი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ხელისუფლება ამხელს დასავლეთს ტყუილში. ეს მეორე წელია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებისთვის ტრიგერად იქცა ქვეყანაში დასავლეთის მიერ მოწონებული, სააკაშვილის რადიკალური ოპოზიციის ძალებისა და მასთან ფარულად მიერთებული პრემიერ-მინისტრის მიერ ორი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ე.წ. გავრილოვის ღამე“ და გახარიას ღამე“.

   მაგალითი პირველი: საქართველოში აშშ-ის ელჩის ფიგურა ყოველთვის იყო საკულტო საქართველოს ხელისუფლებისთვის, ერთგვარი საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტება, მაგრამ როდესაც აშშ-ის ამჟამინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა (სასაზღვრო, საბაჟო სამსახურებისა და სანაპირო დაცვის მაკონტროლებელმა სამთავიანმა ცერბერმა!) მოითხოვა:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში (უკრაინის დასახმარებლად „მეორე ფრონტის“ გახსნა);

- ძალაუფლების დათმობა რადიკალური ოპოზიციისთვის, რომლის ლიდერია ციხის სიმულიანტი სააკაშვილი („გავრილოვის ღამე“, „გახარიას ღამე“, „მიშელის შეთანხმება“) და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების მხარდაჭერაში;

- მოითხოვა სანქციების დაწესება „რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის - საქართველოს ერთპიროვნული ჩრდილოვანი მმართველის წინააღმდეგ“ (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიზნესმენისა და მილიარდერის „დეოლიგარქიზაცია“, რომელმაც საქართველოში 3 მილიარდი დოლარის ქველმოქმედება განახორციელა),

მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკელი ელჩისთვის უხერხული კითხვების დასმა და ისიც - მმართველი გუნდიდან სპეციალურად გაყვანილი პარლამენტის ოთხი დეპუტატის (ოთხთა ჯგუფი“ „ხალხის ძალა“) პირით.

   მაგალითი მეორე: ევროკავშირი, ევროპარლამენტი და ევროკომისია ყოველთვის იყვნენ დემოკრატიის შუქურა საქართველოს ხელისუფლებისთვის, ევროატლანტიკური ღირებულებების წყარო და მშობლიური ოჯახი ევროქართველებისთვის. საქართველო დაუფიქრებლად აწერდა ხელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა ანტირუსულ რეზოლუციას, მაგრამ როცა:

- ევროკომისიამ უარი სტკიცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, ხოლო საქართველოს სანაცვლოდ წაუყენა ევროსტანდარტებთან შესაბამისობის 12 პირობა, რომელთაგან ერთ-ერთია ზემოხსენებული „დეოლიგარქიზაცია“;

- როდესაც გასულ კვირას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ", სადაც ნათქვამია "პუტინის მიმართ ოპოზიციაში მყოფი პოლიტპატიმრების ყარა-მურზასა და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების“ საჭიროობაზე,

მხოლოდ მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ხელი არ მოაწერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, თუმცა რამდენიმე დღით ადრე ხელი მოაწერა გაეროს მსგავს რეზოლუციას, რომელშიც სააკაშვილი ნახსენები არ იყო.

   მაშ ასე, აშშ აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და სურს მისი შეცვლა, ნატო და ევროკავშირი არ იღებენ საქართველოს თავის შემადგენლობაში და აპრიორშეუსრულებელ პირობებს ყენებენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უწინდებურად ლოცულობს დასავლეთზე და "გაუგებრობაში" მხოლოდ "მეისრეებს" ადანაშაულებს - მაგალითად, აშშ-ის ელჩსაქართველოში კელი დეგნანს.

ქართველი ხალხი კი სრულიად დაბნეულია და, როგორც დასაწყისში ხსენებულ უკრაინულ ბანქოს თამაშში, არ იცის ვის დაუჯეროს, ვის არ დაიჯეროს? ვინ ბლეფობს - აშშ, ევროკავშირი, აშშ-ელჩი, სააკაშვილი, ოპოზიცია, ქართული ოცნებათუ „ოთხთა ჯგუფი? ჩამოთვლილთაგან რომელმა დაუდო ღორი საქართველოს?!

 

საქინფორმი