სამართალი
როგორც თავად ადვოკატი განმარტავს, მიუხედავად არაერთი შუამდგომლობისა, დროებითი მოთავსების იზოლატორის ადმინისტრაციამ ამ დრომდე არ უზრუნველყო, მურმან დუმბაძისთვის ექიმ-ოფთალმოლოგს გაეწია კონსულტაცია. „დუმბაძეს მხედველობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა, მაგრამ ამ დრომდე მასთან ოფთალმოლოგის შესვლა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნა მარეხ მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ: ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე სამართალდამცველებმა დაუმორჩილებლობის ბრალდებით 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. დუმბაძე დაკავებისას სასტიკად არის ნაცემი და მთელ სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 30 დღით პატიმრობა შეუფარდა. მას თელავის იზოლატორში 2 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა საკვები და დროულად ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება.