აქტუალური
საქართველოს ეროვნული ბანკი 2010 წლის ანგარიშს აქვეყნებს

banki4საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე 2010 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა. წლიური ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია. საბოლოოდ ანგარიშს კანონმდებლები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

2010 წლის წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში, აგრეთვე, მისი შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც საანგარიშო წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.