პოლიტიკა
საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გახდა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 11 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად საქართველო, 13 სხვა ქვეყანასთან ერთად, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად აირჩიეს. ქვეყნები უფლებამოსილების შესრულებას 2023 წლიდან დაიწყებენ და 2025 წლის ბოლოს დაასრულებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი Twitter-ზე მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და გაეროს წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მოუთმენლად ველი ყველა მხარესთან მუშაობას, რათა დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება და ხელი შევუწყოთ გლობალურ ძალისხმევას ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში“.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა მიულოცა საქართველოს საბჭოში არჩევა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დაცვას მსოფლიოს მასშტაბით, ადგილობრივ დონეზე მაგალითის მიცემით“.