პოლიტიკა
საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპის ეკონომიკას რესტრუქტურიზაცია ელის, რადგან ის დიდწილად იყო დამოკიდებული რუსეთის იაფ ენერგორესურსებზე.
„ევროკავშირმა უნდა მოძებნოს ენერგიის ახალი წყარო გაერთიანების შიგნით, რათა არ შეიცვალოს ერთი დამოკიდებულება მეორეთი. ევროკავშირმა თავისი უსაფრთხოება აშშ-ს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა შესანიშნავია და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, როგორიც დღეს არის, ვინ იცის, რა მოხდება ორ წელიწადში ან თუნდაც ნოემბერში?”, - თქვა მან.