პოლიტიკა
უკრაინის კონფლიქტში რუსეთის გამარჯვება ნატოს დამარცხება იქნება - სტოლტენბერგი

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ამზადებს უკრაინაზე ბირთვულ დარტყმას. ამავდროულად, მან მომავალ კვირას გამოაცხადა ბლოკის წვრთნები ბირთვული შეკავების შესახებ. მან რუსეთის გამარჯვებას უკრაინაზე მიუღებელი უწოდა, რადგან ეს ნატოს დამარცხება იქნებოდა.