უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის საკითხზე ასტანაში იმსჯელებენ

 საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 13 ოქტომბერს, ასტანაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტები უკრაინის საკითხსა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.

“შეხვედრა მზადდება, მაგრამ ის არა ხვალ, არამედ ზეგ გაიმართება. თემა ნათელია – რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინაც და ორმხრივი ურთიერთობებიც, რომელიც ძალიან, ძალიან მრავალმხრივია და, ზოგადად, აზრთა გაცვლა მიმდინარე საკითხებზე“, – აღნიშნა პესკოვმა.

interpressnews.ge