საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. პუტინი პასუხს აგებს უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებისთვის. ამის შესახებ “დიდი შვიდეულის” ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ საერთო განცხადებაშია ნათქვამი.
G7-ის ლიდერები ასევე მზაობას გამოთქვამენ, უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ “იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” და პირობას დებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას.
საერთო განცხადების თანახმად, “დიდი შვიდეულის” ერებმა დაარწმუნეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ მზად არიან უკრაინას მიაწოდონ მხარდაჭერა, რაც სჭირდება.
“ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად”, - აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში.
“დიდი შვიდეულის” სახელმწიფოები ასევე მზად არიან, უკრაინას “ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში” გაუწიონ დახმარება.
interpressnews.ge