უცხოეთი
მედია - თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავლობას ცდილობს

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ი თუქულ პრო-სამთავრობო გაზეთ Milliyet-ზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შუამავლობას ცდილობს.

გამოცემა Milliyet-ი იუწყება, რომ თურქულმა მხარემ აშშ-ს, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებში ჩართვა მოითხოვა, რომელშიც ასევე რუსეთიც შედის.

მედიის ცნობით, გაურკვეველია, ჩაერთვება თუ არა მოლაპარაკებებში უკრაინაც.

interpressnews.ge