პოლიტიკა
„ეს იმას ნიშნავს რომ ქვეყანაში დიქტატურა, ლუკაშენკოსა და კასტროს მხარდამჭერი რეჟიმი მოდის და ეს დიქტატურა მალე ყველას კარზე დააკაკუნებს“, – განაცხადა ბაღათურიამ.
დეპუტატის კრიტიკას ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციონერი კოლეგა „იაფფასიან პოპულიზმსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში“ დაადანაშაულა.
საქინფორმის ექსპერტ-ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობს ყველა ზემოჩამოთვლილ ქვეყანასთან, რათა სახელმწიფო გადატრიალებებზე ვაშინგტონში არსებულ სპეციალიზებულ კონკრეტულ პოლიტტექნოლოგიებს ლეგალური საშუალება ჰქონდეთ, „ქართული არხის“ გამოყენებით, მხარი დაუჭირონ იქაურ ოპოზიციურ ძალებს მორიგი „ფერადი რევოლუციების“ სერიის განსახორციელებლად და ხელისუფლებაში პროამერიკული მთავრობების მოსაყვანად.