საზოგადოება
საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8043 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7712 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.