პოლიტიკა
თომას მელია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და შრომით საკითხებზეა პასუხისმგებელი, თბილისს დღეს ეწვევა ორდღიანი ვიზიტით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევეცდებით, სტუმარს ყველა სასურველ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – აღნიშნა კალანდაძემ. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა საკითხებზე ექნება ამერიკელ სტუმარს თბილისში საუბარი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილ შეხვედრებზე 26 მაისის მოვლენების თემაც გაიჟღერებს.