უცხოეთი
ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გამოსცა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადავიდეს.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, კრემლის ლიდერმა შესაბამისი ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პუტინმა თავისი ბრძანებულებით დაადგინა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოქმედი ორგანიზაციის სტატუსი.

პუტინმა დაავალა რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტს 2028 წლამდე პერიოდისთვის განსაზღვროს ფუნქციონირების მახასიათებლები, ლიცენზიების გაცემისა და სადგურის საქმიანობის რეგულირების სხვა ასპექტები.

interpressnews.ge