საზოგადოება
საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8228 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8228 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.8291 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7590 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7623 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0033 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.