აქტუალური
თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილი მთამსვლელების ცხედრები მესტიაში გადაასვენეს.

დაკარგულების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტებთან კავშირი ​რამდენიმე დღის წინ გაწყდა.