უცხოეთი
პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მანამდე კრემლი აცხადებდა, რომ 30 სექტემბერს, 15:00 საათზე გააფორმებდა შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენდა.

რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

europetime.eu