სამართალი
გია ცაგარეიშვილი დავით ბაქრაძეს დამნაშავეთა მფარველობაში ადანაშაულებს

cagarროგორც ცაგარეიშვილმა პარლამენტში დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგლამენტის გათვალისწინებით, მან პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, მისთვის 26 მაისს დაკავებულ პირთა ნახვის ნება დაერთო, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

დეპუტატის ინფორმაციით, „შეთქმულებასთან, სახელმწიფო გადატრიალების მზადებასთან და ბურჯანაძის ესკორტთან დაკავშირებით სასურველი ჩვენებების მისაღებად წინასწარი დაკავების იზოლატორებში პატიმრებზე წეზოლა ხორციელდება... პარლამენტის რეგლამენტი მკვდრადშობილ აქტად იქცა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ნამდვილად არ ითვალისწინებს. ეს დოკუმენტი საქართველოში დემოკრატიის ფასადის შექმნას ემსახურება“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

ამასთან, დეპუტატმა ისიც გაიხსენა, რომ ქსნის იზოლატორში შესვლის თხოვნით მან ბაქრაძეს ადრეც მიმართა, თუმცა მისი ეს თხოვნაც უყურადღებოდ დარჩა.