საზოგადოება
საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მთავარი მუფტი, შეიხი და იმამი აირჩია

musulmanსრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ დღეს მუფტი, შეიხი და იმამი აირჩია. შეკრება თბილისში ჩატარდა. არჩევნებში საქართველოს ყველა რეგიონის მუსლიმთა წინამძღოლი მონაწილეობდა. სწორედ მათ დაასახელეს შეიხის, მუფტისა და იმამის კანდიდატები.

საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტიდ ჯემალ პაკსაძე დასახელდა, შეიხად ვაგიფ აკაფილოვი აირჩიეს, იმამად კი – იასინ ალიევი.

ცნობილი გახდა, რომ ახალარჩეულ ჯემალ პაკსაძეს პარალელურად აჭარის ხუთი რაიონის მთავარი მუფტის სტატუსიც მიენიჭა.

„ახლა ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება იმისა, რომ ვითანამშრომლოთ სასულიერო ორგანიზაციებთან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ვაგიფ აკაფილოვმა.