რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ დღემდე არ მიიერთა რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი

     რეფერენდმები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩატარდა, მათი შედეგებიც აშკარა იყო. იქნება შემდეგ? თქვენ ახლახან განაცხადეთ, რომ ეს მისცემს რუსეთს საფუძველს, დაიცვას ისინი, როგორც საკუთარი ტერიტორია, რუსეთის ფედერაციის სამხედრო დოქტრინის საფუძველზე. და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის - საბოლოოდ დაემშვიდობოს აფხაზეთსდა სამხრეთ ოსეთს?“ - ჰკითხა NEWS FRONT-ის კორესპონდენტმა საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

   - თქვენ მიერ ნახსენებ პუბლიკაციაში მე ასევე ვაცხადებდი, რომ რუსი სამხედროების დროებითი ტაქტიკური უკანდახევა („გადაჯგუფება“) რეფერენდუმამდე კარგი დემონსტრაცია იყო – რა ელის დონბასის მოსახლეობას უკრაინელი ნაცისტების დაბრუნების შემთხვევაში. გუშინ ისრაელიდან ზარმა გამაოგნა - ჩემი მეგობრები, რომლებიც ყოველთვის უკიდურესად ფხიზლად მსჯელობდნენ, ეხლა „აღშფოთდნენ” - აქაოდა, „რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს და ბავშვებს ხოცავს“. არა, მე ვიცოდი, რომ უკრაინელი ნაცისტები ისრაელში თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდნენ, როგორც ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ გასაკვირი უფრო იყო ამის მოსმენა ქართველი ემიგრანტებისგან. არ გამოვრიცხავ, რომ ისრაელის ეროვნულმა დაზვერვამ - მოსადმა - სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა სახელმწიფო მოხელეს დაავალა, დაერეკათ სამშობლოში და ელანძღათ რუსეთი და პუტინი, ანუ - გაწიონ პროპაგანდა და აგიტაცია.

   ქართველი ნეონაცისტები, ანუ სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი პარტია „ნაცმოძრაობა“, მასთან აფილირებული რადიკალური ოპოზიცია და ე.წ. „სამოქალაქო საზოგადოება“ - ლგბტ და არასამთავრობო ორგანიზაციები პლუს პროპაგანდისტული ტელეარხები - მრავალი წლის განმავლობაში ზუსტად ამნაირად აშინებენ ქართველ ხალხს რუსებით - აქაოდა, ყველა ქართველი ვალდებულია სძულდეს რუსები, რადგან 2008 წლის აგვისტოში ისინი თავს დაესხნენ საქართველოს, დაღვარეს ქართველების სისხლი და მოახდინეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩნდება კითხვა: რატომ აიძულებდნენ თითოეულ ქართველს რუსების სიძულვილს 2008 წლის აგვისტომდეც კი? იქნებ იმიტომ, რომ მხოლოდ მოსკოვის მედიატორული როლის წყალობით "ვარდების რევოლუციის" დროს, მოსკოვის, რომელმაც ასლან აბაშიძე წაიყვანა (ანუ აჭარა სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის "რევოლუციურ ტროიკას" გადასცა), სააკაშვილმა შეძლო ხელისუფლებაში მოსვლა, რომლის „ხავერდოვნად“ გადასაცემად 2003 წლის ნოემბერში რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ივანოვი თბილისში ჩამოფრინდა? პრეზიდენტი გამსახურდიას მმართველობისას ცხინვალის რეგიონში პირველი კონფლიქტიდან და პრეზიდენტ შევარდნაძის დროს აფხაზეთის ომიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთს ასჯერ შეეძლო ამ ტერიტორიების შეერთება, როგორც დღეს მიიერთა დონბასი, მაგრამ "რატომღაც" ეს არ გააკეთა. რატომ დუმენ ამაზე დასავლური სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული „ევროქართველები“ ​​- რუსოფობები?! დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს სახალხო რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის შემადგენელ სუბიექტებად გადაქცევას მხოლოდ 8 წელი დასჭირდა, ცხინვალს კი მოსკოვმა ამის წინათ კვლავ უარი უთხრა და რეფერენდუმი „გადადო“.

   დასავლური პოლიტისტებლიშმენტი და ქართული ოპოზიცია, პუტინის შიშით, მის თვალებში მხოლოდ სამ ასოს ხედავენ - KGB, ამიტომ ვერ ხვდებიან, რით ახსნან მათთვის საძულველი პუტინის ეს „არნახული კეთილგანწყობა“ საქართველოს მიმართ. თვით მათი გურუ - ბუში უფროსი - სულელურ მდგომარეობაში ჩავარდა, როცა 2008 წლის აგვისტოში სარკოზის ტელეფონით უთხრა: "არ წახვიდე იქ, პუტინმა საქართველოს აღება გადაწყვიტა და აიღებს კიდეც!". ის გარემოება, რომ ოსები დიდი ხანია რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვენ („საპატიო“ ლეგენდა - აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანელების მსგავსად, „ორად - ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსებად - გაყოფილი ხალხი“), ხოლო აფხაზებს არ დიდად სურთ რუსეთთან შეერთება, მათი მიღება კი საჭიროა დუეტად (ანდა საერთოდ არ მიღება), არავითარ როლს არ თამაშობს. რუსეთი თავისას იღებს, სხვისი არ სჭირდება, უკრაინა კი დონბასით, კიევითა და კიევ-პეჩორის ლავრით - ისტორიულად რუსეთია. და კიდევ, მოსკოვი უწინდებურად იმედოვნებს, რომ ქართველებში გონიერება გაიღვიძებს, რადგანაც საქართველოზე ხელი ჯერ არ აუღიათ და ჩვენთან მჭიდრო პარტნიორიბისა და მეგობრობის იმედი გააჩნია.

   სამხრეთ კავკასია ისტორიულად რუსეთის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების ზონაა, ისტორია კი შურს იძიებს ოროსნებზე, რომლებმაც მისი გაკვეთილები ვერ ისწავლეს. ისტორიის კიდევ ერთი გაკვეთილი ამბობს, რომ ნებისმიერი ერის ნაციზმი განწირულია საშინელი დამარცხებისა და სასჯელისთვის. ამიტომ პუტინი, რუსეთი, რუსები აქ არ არიან მთავარი: დღეს, ქრისტეს დაბადებიდან 21-ე საუკუნეში და ფაშისტური გერმანიის დამარცხებიდან 77 წლის შემდეგ, ნაცისტებმა კვლავ წამოსწიეს თავი და გაჩაღებულია ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, თეთრისა - შავის წინააღმდეგ, ღმერთი ებრძვის ეშმაკს! უკრაინელები ნაცისტებს შორის ყველაზე კადნიერები აღმოჩნდნენ, ხოლო უფრო გაბედული დასავლელები იქ დაქირავებულ მეომრებად წავიდნენ, დანარჩენები კი იარაღითა და ფულით ეხმარებიან. აი ერთადერთი სიმართლე! რაც შეეხება ქართულ ნაციზმს, ის უმეტეს შემთხვევაში თეატრალური ხასიათისაა, თუმცა ნამდვილი ქართველი ნაცისტებიც არსებობენ - ესენი არიან სააკაშვილის მკვლელები და ჯალათები, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს მსახურობდნენ ძალოვან სტრუქტურებში, რომელთა ნაწილი დღეს უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლად იბრძვის. დანარჩენები კი აქ არიან, ოპოზიციაში, რევანშისთვის ემზადებიან.

- და კიდევ ერთი კითხვა: რა ხდება ზემო ლარსში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ? დაიკეტება თუ არა საქართველოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის?

   - შემხვედრი კითხვა მაქვს: ყაზბეგზე მიჯაჭვული ამირანი მობილიზაციას ექვემდებარება, თუ არა?! არაფერიც არ ხდება, რუსეთის მხარეზე ვერ ასწრებენ შემომსვლელთა გაფილტვრას, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს, საზღვარს ფართოდ გავხსნიდი, დაე გაიქცნენ! საქართველოში მშვენიერი ამინდია, კურორტებზე „ხავერდოვანი“ სეზონია და შემომსვლელების დიდ ნაწილს ისევ ტურისტები შეადგენენ, რომლებიც აურზაურში მოყვნენ რუსეთის მოღალატეების გამო, რომლებიც სამოქალაქო მოვალეობას გაურბიან. რაც მეტი ნაძირალა გაიქცევა რუსეთიდან, მით უკეთესი! ამ ნაძირლების უმეტესობა არ აპირებს საქართველოში დასახლებას, სადაც ქართველებისთვისაც კი არ არის სამუშაო, და იყენებს მას ტრანზიტულ პუნქტად სომხეთისკენ და უფრო შორს. ეს სულელები რუსეთისთვის არავითარირ ღირებულებას არ წარმოადგენენ, ესაა ბალასტი, მაგრამ თურქეთში, ბელორუსიასა და ყაზახეთში გაქცევისას ნუ დაივიწყებენ, რომ ერდოღანს, ლუკაშენკოსა და ტოკაევს პუტინის არა მარტო სავარძლები, არამედ სიცოცხლეც მართებთ!

   ხდება შემდეგი: ქართველი ნაცისტები სამშობლოს კლასიკური მოღალატეები არიან. ერთხელ საქართველოში ტურისტული სეზონი ორი წლით ჩაშალეს და რუსეთთან დღემდე აღუდგენელი ავიამიმოსვლა შეწყვიტეს, თბილისში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სტუმრებს - სახელმწიფო სათათბიროს დელეგაციას დეპუტატი გავრილოვის ხელმძღვანელობით. რუსეთმა თავის მოქალაქეებს ურჩია, არ გაემგზავრონ საქართველოში, რადგან ეს უსაფრთხო არ არის და საქართველომ მრავალმილიარდიანი ზარალი განიცადა. ამის შემდეგ დაიწყო პანდემია და ოთხი წელი საქართველოში რუსი ტურისტი არ ყოფილა. დღეს ქართველი რადიკალები - ნაცისტები - მეორედ აპირებენ დაარტყან საქართველოს ეკონომიკასა და ბიუჯეტს და, შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოებას, მაგრამ სუს-ი დუმს, რადგან დამკვეთები კვლავ საქართველოს ამერიკელი კურატორები არიან! გუშინწინ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ტვიტერზე დაწერა: „ბრძნული იქნებოდა, საქართველომ საზღვარი დაკეტოს, რუსი ტურისტები მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვას“, - და აი, ამას უკვე მთელი ქართული ოპოზიცია ითხოვს! სხვათა შორის, დღეს რადიკალური ქართული ოპოზიციის სახეები ძირითადად მდედრები არიან, რაც ძალიან ნიშანდობლივია...

- გმადლობთ ინტერვიუსთვის, ბატონო არნო.

- მინდა გითხრათ, რომ დღეს არ არის მხოლოდ რეფერენდუმის დასრულების, უკრაინის ნაწილის რუსეთთან გაერთიანების ისტორიული დღე. დღეს - 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის თარიღია და ამის შესახებ ფეისბუქის კომენტარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანია და ის ემყარება რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხებისთვის და ამ მიზნისკენ მიმავალი გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესის, დიალოგისა და თანამშრომლობის გზაზე გადის. მომავალი ქართველებისა და აფხაზების ერთობას ეკუთვნის!”.

კითხვებსპეციალურად ნიუს ფრონტისთვის მოამზადა მაია ჯავახიშვილმა

2022 წლის 27 სექტემბერი