აქტუალური
ჯუანშერ ბურჭულაძე: ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატის მიერ აშშ-ის საელჩოსთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მეტიც, ეს პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა.

„ჩვენს ხელისუფლებას ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები; მეტიც, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდა და როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ ვემხრობოდეთ ამ რიტორიკას.

კიდევ ვიმეორებ, ყველა ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანაში არის საზოგადოების ნაწილი თუ პირთა, ჯგუფთა წრე, რომელიც შეიძლება, ჩვენ ვთვლიდეთ, რომ ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ იქცეოდა; ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და ამას, ამ პროცესებს ხელს ვერ შევუშლით, თუ არ იკვეთება სისიხლის სამართლის დანაშაული“, – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.