უცხოეთი
ინალ არძინბამ და სერგეი ლავროვმა ორმაგი „მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი

 საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა ინალ არძინბამ და სერგეი ლავროვმა ორმაგი „მოქალაქეობის“ საკითხების მოგვარების შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

„უახლოეს მომავალში ამოქმედდება მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრისას სერგეი ლავროვმა რუსეთის უპირობო მხარდაჭერის შესახებ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში და მადლობა გადაუხადა „რესპუბლიკის“ წარმომადგენლებს პრინციპული პოზიციისთვის უკრაინაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით.

მანამდე ინალ არძინბამ განმარტა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებულ მიღებას.

interpressnews.ge