საზოგადოება
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს გავრცელებულ ცნობას, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმართულებით ჯავშანტრანსპორტიორი მიემართება, რომელიც საზღვარზე წესრიგის უზრუნველსაყოფად არის გამიზნული.

ჯავშანტრანსპორტიორი იქ მიემართება. ის მიდის არა ბლოკ-პოსტების მოსაწყობად, არამედ, უხეშად რომ ვთქვათ, რეზერვია გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტები მოინდომებენ გამშვები პუნქტის გარღვევას და ქვეყნის ყოველგვარი სასაზღვრო ფორმალობების გარეშე დატოვებას. არავითარი ბლოკ-პოსტების განთავსებას არ ვაპირებთ.

საკონტროლო გამშვები პუნქტი საშტატო რეჟიმში მუშაობს, არავითარი შეზღუდვა მამრობითი სქესის გაწვევის ასაკის მოქალაქეთა გასვლაზე არ შემოღებულა“, – აცხადებს რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელი.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები დახუროს.

გუშინ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.