პოლიტიკა
მინისტრის მოადგილემ „უჩვეულო“ უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს მიერ რუსეთის მსო-ში გაწევრების უპირობო მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. „ბაიდენთან შეხვედრისას საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილებოდა და საუბარი მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თემასაც შეეხო, რომელთან დაკავშირებითაც ქართული მხარის მოთხოვნა ძალაში რჩება. არსებობს მოთხოვნები, რომელთა გადახედვა არ მოხდება და ამას როგორც აშშ, ისე ყველა სხვა პარტნიორი კარგად აცნობიარებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კალანდაძემ.
მისივე თქმით, რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გრძელდება და ქართული მხარე კვლავაც მოლაპარაკების მაგიდასთან რჩება.